ჩვენ გირჩევთ ფრთხილად იყოთ სადაზღვევო კომპანიებთან!

არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიები სამწუხაროდ ხშირად ცდილობენ სხვადასხვა მიზეზებით თავი აარიდონ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას, ან ისარგებლონ სასამართლო დავების გაჭიანურებით და რაც შეიძლება დროში გადაავადონ ვალდებულების შესრულება. განსაკუთრებული ხარვეზებით გამოირჩევა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღურების საკითხები და ამას ხელს უწყობს სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერიც, რომელსაც სასამართლო ხშირად სწორედ დაზღვეულების საწინააღმდეგოდ განმარტავს.

სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი ადგენს, რომ: "მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით". 

მარტივად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაშიც კი როცა თქვენი დაზღევვის პაკეტი მოიცავს ე.წ. "პრემიალურ" სადაზღვევო შემთხვევებს და შესაძლოა ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევისგან ხართ დაზღვეული, რისთვისაც იხდით საკმაოდ მაღალ სადაზღვევო პრემიას, ეს სულაც არ არის გარანტია, რომ თუ თქვენი ბრალეულობა ან უხეში გაუფრთხილებლობა დადგინდება, სადაზღვევო კომპანია უარს არ იტყვის ვალდებულების შესრულებაზე და ხელშეკრულების პირობების მიუხედავად არ მიმართავს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლს, რათა დამდგარი ზიანი არ აგინაზღაუროთ.  

იურისტები უკვე წლების განმავლობაში გამოთქვამენ უკმაყოფილებას სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის უსამართლობაზე და მისი შეუსაბამოდ გამოყენების პრაქტიკაზე, როგორც სადაზღვევო კომპანიების, ისე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციების მხრიდან.

ჩვენ გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ ყველა სადაზღვევო ხელშეკრულებას და ისარგებლოთ კვალიფიციური იურისტის კონსულტაციით, რათა თავიდან აიცილოთ ხანგრძლივი სასამართლო დავები და დამატებითი ფინანსური ზიანი.

გიგუაშვილის საადვოკატო ბიურო მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოს გისურვებთ!