2022 წლის 9 სექტემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, იუსტიციის დეპარტემენტის (DOJ) "სასამართლო მრჩევლის პროგრამის" შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ჩვენი საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორი, საპარლამენტო მდივანი, ამირან გიგუაშვილი.
ზემოხსენებული პროგრამის წარმატების აღნიშვნისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სასამართლოსთან მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებზე ფოკუსირებას. „ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო."