USAID “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” პროგრამის ორგანიზებით 2022 წლის 10 დეკემბერს თბილისში“გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფის” წევრი მოსამართლეების, პრაქტიკოსი ადვოკატებისა და საჯარო/სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაში, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, მონაწილეობას იღებდა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. მონაწილეებმა განიხილეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები.