USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ლაშა ქოჩიაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა და მოსამართლეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, სასამართლო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს და ისეთ თემებზე იმსჯელეს, როგორებიცაა:
•დამფუძნებელთა შეთანხმების თავისუფლება და კანონის იმპერატიული მოთხოვნები;
• საფირმო სახელწოდების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები;
• განთავსებული კაპიტალი, არსი და მისი ცვლილების რეგულირება;
• ხელმძღვანელი ორგანოს გათავისუფლება და სასამსახურო
ხელშეკრულების დებულებათა მიმართება შრომით უფლებებთან.
• საერთო კრების მოწვევის თავისებურებები;
• კრების ოქმის ბათილობა;
• ხანდაზმულობის ვადები;
• სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორიის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.