საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში 2023 წლის 4, 5 და 6 მაისს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ადვოკატებისთვის საინფორმაციო სახის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში ტრენინგი საპილოტე ფორმატში განხორციელდა და მასში ადვოკატთა ასოციაციის - აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, აპარატის, კომიტეტების წარმომადგენლები და ადვოკატთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ჩვენი საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი-პარტნიორი ამირან გიგუაშვილი მონაწილეობდნენ.
საპილოტე ტრენინგის საფუძველზე, ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას და პროექტში მონაწილეობას მომდევნო ეტაპზე ადვოკატები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შეძლებენ.