2023 წლის 23 ივნისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი - „ადვოკატთა სახლი“ ოფიციალურად გაიხსნა.
ახალი ოფისის მშენებლობას 2021 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი და ამავე წელს შენობის არქიტექტურამ და კონცეფციამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და - Global Architecture & Design Award-ის 2021 წლის გამარჯვებული გახდა.
„ადვოკატთა სახლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ჩვენი საადვოკატო ბიურო „ადვოკატთა სახლის“ შექმნასა და მშენებლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ადვოკატთა ასოციაციის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია ადმინისტრაციული განყოფილება, სასწავლო ცენტრი, ეთიკის კომისია, ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტი. შენობაში ასევე მოეწყო სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეები.