ქართველი ადვოკატების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიცი მსაჯულების სასამართლო პრაქტიკის გასაცნობად

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თემატიკასთან დაკავშირებით სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 28 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. მაიამიში იმყოფებოდნენ. გთავაზობთ ჩვენი საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი-პარტნიორის ამირან გიგუაშვილის განცხადებას, რომელიც უშუალოდ მონაწილებდა აღნიშნულ ვიზიტში და გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას:

„ვიზიტი დასრულებულია. მოკლე შეჯამება: დავესწარით ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სხდომებს და უშუალოდ ვნახეთ, ის რაც აქამდე მხოლოდ ფილმებიდან და წიგნებიდან ვიცოდით. ვნახეთ პროფესიონალი პროკუროების და ადვოკატების ემოციური გამოსვლები, ნამდვილად დამოუკიდებელი, ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალი, უაღრესად კომპეტენტური ამერიკელი მოსამართლეები და ასევე სრულიად თავისუფალი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება. ჩემი გულწრფელი მადლობა ამერიკელ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის, რომელთა გადასახადებიც ხმარდება შორეულ საქართველოში ადვოკატურის ინსტიტუციის გაძლიერებას.

ჩემი გულწრფელი მადლობა ამერიკის საელჩოს საქართველოში და მის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ შესანიშნავ პროექტში. განსაკუთრებული მადლობა აშშ- საელჩოს უფროს მრჩეველს მართლმსაჯულების საკითხებში ქალბატონ პატრიცია ვილდერმუსს, რომელიც სამაგალითო ზრუნვით და პასუხისმგებლობით იყო მთელი ეს დღეები ჩვენს გვერდით. რა თქმა უნდა პერსონალური მადლობა ძვირფას მეგობრებს და პარტნიორებს, ეკატერინე ფოფხაძეს და თაკო ნასარიძეს, რომლებიც ასევე განსაკუთებული სითბოთი, მზრუნველობით და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გვიწყობდნენ ხელს, რათა მეტი გამოცდილება შეგვეძინა ამ ნაყოფიერი ვიზიტისას. არ მინდა გამომრჩეს ჩვენი თარჯიმანი, თამარ ნეფარიძე, გაწეული მაღალპროფესიონალური შრომისთვის.

მადლობა ასევე ყველა ჩემს კოლეგას, ვისთან ერთადაც ეს რამდენიმე დღე გავატარე სამშობლოდან ასე შორს და ჩემი ნოსტალგიური ხასიათიდან გამომდინარე ნამდვილად თქვენთან ურთიერთობამ გააფერადა ეს მოგზაურობა ჩემთვის.

და ბოლოს, ასევე განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს, რომლის გააზრებული და გეგმაზომიერი პოლიტიკის შედეგადაც, ადვოკატთა კორპუსი თანამშრომლობის სრულიად განსხვავებულ საფეხურზე ავიდა არა მხოლოდ აშშ- საელჩოსთან საქართველოში, არამედ ყველა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკის შედეგად კიდევ არაერთ ქართველ ადვოკატს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ამერიკული და ევროპული მართლმსაჯულების სისტემას და დაგროვილი გამოცდილება გამოიყენოს ქართული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისათვისწარმატებები ქართველ ადვოკატებს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“

ასევე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე:

https://ge.usembassy.gov/u-s-georgia-legal-professionals-exchange-jury-trial-best-practices/