ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა მოულოდნელი, ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობის მოტივებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კომპანიებში და ორგანიზაციებში.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელები მოულოდნელად, გაუფრთხილებლად მიდიან სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციების ოფისებში და იწყება ისეთი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, როგორიცაა კომპანიების ოფისების ჩხრეკა, დოკუმენტაციის და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება, ზოგიერთ შემთხვევაში კი თანამშრომლების დაკითხვა და მათი დაკავებაც კი.
ამ დროს როგორც წესი, კომპანიის ხელმძღვანელები და თანამშრომლები არიან დაბნეულები. არ ჰყავთ ადვოკატი და უშვებენ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც შემდგომში ურთულესია, ან საერთოდ შეუძლებელი.
იმისათვის, რომ თქვენი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული, მნიშვნელოვანია იმ საბაზისო უფლებების ცოდნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია ყველას, ვის მიმართაც კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
მისცეთ ან არ მისცეთ ჩვენება. მიიღოთ ან არ მიიღოთ მონაწილეობა ჩხრეკასა და ამოღებაში. შეგიძლიათ თუ არა მოითხოვოთ თქვენი უფლებების დეტალური განმარტება. ამ კითხვებზე პასუხი სჯობს იცოდეთ წინასწარ, ვიდრე მაშინ, როდესაც უკვე დაგვიანებულია, ხოლო შედეგები ნეგატიური თქვენთვისაც და კომპანიისთვისაც.
ჩვენი საადვოკატო ბიურო, ატარებს პერიოდულ ტრენინგებს კორპორატიული კლიენტებისათვის, მათი საბაზისო უფლებების შესახებ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას.
ჩვენი მაღალკვალიფიციური სისხლის სამართლის სპეციალისტები, მოდელირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით, უშუალოდ case study პრინციპით აწვდიან სასარგებლო ინფორმაციას კომპანიების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, როგორც უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები მოულოდნელი, თუ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას.
თუ თქვენ გაქვთ კომპანია, გყავთ თანამშრომლები და გსურთ იყოთ დაცული, დაგვიკავშირდით საიტზე მითითებული ელ: ფოსტის მეშვეობით.
ჩვენ ვიცავთ თქვენს უფლებებს!