ჩვენი კომპანიის დამფუძნებელმა პარტნიორმა, ამირან გიგუაშვილმა, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა, ასოციაციის თავმჯდომარესთან, დავით ასათიანთან ერთად, 2025 წლის 30 სექტემბერს და 01 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების 200 წლის საიუბილეო ღონისძიებებში, რომელიც გაიმართა ლონდონში, ლინკოლნ ინში, ვესტმინსტერის სააბატოში და ვესტმისნტერის ჰოლში, პარლამენტის სასახლეში.
ღონისძიებების ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ გამოჩენილ ადვოკატებს და იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის შედგა საინტერესო შეხვედრა დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრთან ბატონ დევით ლემთან და ამირიკის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან მიშელ ბერკესთან. ქართული დელეგაციის წევრებმა, უცხოელ კოლეგებს გააცნეს ქართული ადვოკატურის მიღწევები და ტრადიციები, ასევე მადლობა გადაუხადეს ძვირფას კოლეგებს ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოებიდან, გულთბილი მასპინძლობისა და ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისათვის.