გუნდი
საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორია ამირან გიგუაშვილი, რომელიც 2004 წლიდან უძღვება საადვოკატო ოფისს. საადვოკატო პრაქტიკამდე ამირან გიგუაშვილს წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები საქართველოს თავადაცვის სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს ძალოვან უწყებაში.
ამირან გიგუაშვილი არის სამართლის დოქტორი და თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. არის სამართლის სფეროში რამდენიმე წიგნის ავტორი და ათეულობით სხვადასხვა სტატიის თუ ბლოგის ავტორი.
ამირან გიგუაშვილი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში. წლების მანძილზე ეკავა ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. ამჟამად არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საპარლამენტო მდივანი).
ამირან გიგუაშვილი არის მრავალი გახმაურებული და პრეცედენტული საქმის ადვოკატი. იგი არის საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი, რომლის შედეგად გაიზარდა დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ამირან გიგუაშვილი წლების განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში და იცავდა ოჯახის ინტერესებს.
ამირან გიგუაშვილი ფლობს საადვოკატო პრაქტიკის საერთო (გენერალური) ლიცენზიას. იგი ასევე არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა უფლებების სპეციალიზებული ადვოკატი.
ამირან გიგუაშვილის პრაქტიკის არეალია:
-სასამართლო დავების წარმართვა და წარმომადგენლობა
-საკონსტიტუციო სამართალი
-სისხლის სამართალი
-საკორპორაციო სამართალი
-საგადასახადო და ბიზნეს დავები
-სახელშეკრულებო სამართალი