ლიკა ძარია

ლიკა ძარია არის საადვოკატო ბიუროს წამყვანი ადვოკატი სისხლის სამართლის სფეროში. ლიკამ 2017 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი.

ლიკა აქტიურად მონაწილეობს სასამართლო დავებში და უძღვება ბიუროს სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის გამოძიების ეტაპზე.

ლიკა ფლობს საადვოკატო პრაქტიკის საერთო (გენერალური) ლიცენზიას. არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა უფლებების სპეციალიზებული ადვოკატი.