გეგა გიგუაშვილი

საადვოკატო ბიუროს მრჩეველია ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი (გეგა) გიგუაშვილი, რომელსაც წლების მანძილზე ეკავა წამყვანი პოზიციები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. კანონშემოქმედებით სფეროში მუშაობისას მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ბიზნესის სამართლის სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაში, მათ შორის, ის არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანაავტორი.

გიორგი გიგუაშვილი არის სამართლის დოქტორი. ის უძღვებოდა სამართლისა და ეკონომიკის სალექციო კურსს მადრიდში, ალკალას უნივერსიტეტში. ამჟამად, გიორგი არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი თანაავტორობით შექმნილი საკორპორაციო სამართლის მოდელური კურსით, აღნიშნული საგანი ისწავლება რამდენიმე წამყვან ქართულ უნივერსიტეტში. ქართულ და ამერიკულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ არაერთ ნაშრომთან ერთად გიორგი არის რამდენიმე წიგნის, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის განმარტებების თანაავტორი.

გიორგი ამჟამად საერთაშორისო ფინანსური და კომერციული რეგულირების მიმართულებით სწავლას აგრძელებს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი სპეციალიზაციის სფეროა საერთაშორისო ფინანსური რეგულირება: 2007-2010 წლების ფინანსური კრიზისი, ფინანსური ბაზრები, ფინანსური ინსტიტუტები, რეგულატორული და საზედამხედველო სტრატეგიები, ფინანსური ინჟინერია, სეკურიტიზაცია, ფინტეკი, ალგორითმული ეკოსისტემა და კრიპტო აქტივები.