თეონა გუჯეჯიანი

თეონა გუჯეჯიანს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის საერთო სპეციალიზაციის გამოცდა და ფლობს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოების ლიცენზიას. თეონას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. 2016 წელს გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

თეონა გუჯეჯიანმა 2020 წელს წარჩინებით დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 2012-2016 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.

თეონას საქმიანობის სფეროა საკორპორაციო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება. ასევე საჯარო უწყებებთან და სახელმწიფო სერვისების განმახორციელებელ ორგანოებთან კომუნიკაცია. თეონას კომპეტენციაში შედის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკორპორაციო, საგადასახადო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატირება და უფლებების დაცვა. ის ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.