ევროპის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა.

მიმდინარე წლის 28-30 მაისს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრები, პარლამენტარები და ადვოკატთა ასოციაციის ბორდის წევრები. შეხვედრაში მონაწილეობდა ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი ამირან გიგუაშვილი, როგორც ადვოკატთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი. დისკუსიის შედეგად საკანონმდებლო პაკეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა რაც მართლმსაჯულების პროცესში ადვოკატის როლის გაძლიერებას ემსახურება.