ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (Bureau of international Narcotics and Law Enforcement Affairs (INL), US State Department) თანამშრომლობის ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ოთხდღიანი სიღრმისეული კურსი ჩატარდა თემაზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები. კურსს აშშ მაიამი-დეიდის ოლქის ადვოკატები უძღვებოდნენ.
სასწავლო კურსი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და INL-ის დირექტორმა სარა რუპერტმა გახსნეს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.