ეროვნული პრაქტიკული ტრეინინგი კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ, გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის

კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის CyberEast ფარგლებში, 2023 წლის 4, 5 და 6 აპრილს თბილისში, სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში გაიმართა ეროვნული პრაქტიკული ტრეინინგი კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ, გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის. ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს მაღალკვალიფიციური ექსპერტები. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტი - ადვოკატი თეონა გუჯეჯიანი. შესაბამისად თეონა მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი კომპანიის კლიენტების ინტერესებისა და მათი უსაფრთხოების გარანტიების ზრდისთვის გამოიყენებს.