ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 14 დეკემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული  შტატების საელჩოს ორგანიზებით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც უწყვეტი მართლმსაჯულების საკითხებს ეხებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორის მოადგილე და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ასევე ცნობილი მოსამართლეები, პროკურორები და პრაქტიკოსი ადვოკატები. უწყვეტი მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე სიტყვით გამოვიდა ჩვენი მმართველი პარტნიორი ამირან გიგუაშვილი. შეხვედრის ბოლოს შედგა პროექტი, რომელიც წარედგინება შესაბამის უწყებებს საინიციატივო წინადადებების და რეკომენდაციების სახით.