ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი საინტერესო საქმე მოიგო. დავა ეხებოდა მედიაჰოლდინგ „კომერსანტი“-ს წინააღმდეგ „სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ს მიერ შეტანილ სარჩელს, რომლითაც მოსარჩელე რადიო კომერსანტისგან ითხოვდა მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების ცილისმწამებლურად აღიარებას, აღნიშნული სტატიების შინაარსის საჯაროდ უარყოფას და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის 100 000 ლარის დაკისრებას.
ჩვენმა გუნდმა მოახერხა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ მოქმედებდა ჟურნალისტური თავისუფლების ფარგლებში და „სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“-ს ყველა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და სარჩელის არც ერთი მოთხოვნა არ იქნა დააკმაყოფილებული.
„ქვეყანაში სადაც ვიღაც ცდილობს, რომ სასამართლოს გზით ამოუკეროს პირი ჟურნალისტებს, ის აუცილებლად წააგებს ამ ბრძოლას“-განაცხადა ჩვენმა მმართველმა პარტნიორმა ამირან გიგუაშვილმა.
დეტალური ინფორმაცია და ინტერვიუ ამირან გიგუაშვილთან შეგიძლითა იხილოთ აქ: